The Catcher In The Ray

ცვლილებების დროა
მოგმართავთ მათ, ვისაც ოდნავ მაინც გაინტერესებდათ ჩემი ბლოგი

გადავწყვიტე მისამართი შემეცვალა და ეს ბლოგი, მთელი თავისი კონტენტით, გადავიტანე ჩემი ძველი ბლოგის მისამართზე: http://merabino.wordpress.com/

მეწვიეთ და გაგიზიარებთ ჩემ აზრებს, მუსიკას, ვიდეოებს და ა.შ.

პატივისცემით,

მერაბინო

საქმიანი ზარმაცი ქართველები: “მეჩქარება, გავრბივარ”
“მეჩქარება, გავრბივარ” – ვინ მოსთვლის რამდენჯერ გაგვიგონია ეს ჯადოსნური ფრაზა (“ჯადოსნური” არ ასოცირდება “სატანისტურთან”. ასე რომ იმედი მაქვს მართმადიდებელ მშობელთა კავშირისგან ვერანაირ საყვედურს ვერ (არ) მივიღებ). ყველას ეჩქარება: ზოგს სახლში, ზოგს სამსახურში, ზოგს შეყვარებულთან, ზოგს კონკრეტულად არსად და არავისთან – უბრალოდ ეჩქარება. არასდროს არაფერს არ ვაკეთებთ: გამყიდვლები კარგად არ გვემსახურებიან, ბანკის სალაროში თავაზიანად არ მოგვმართავენ, სასტუმროებში ცხვირჩამოშვებული პერსონალი გვემსახურება, უნივერსიტეტში “მეჩემფეხება” ლექტორები და მთქნარებისგან ძალაგამოცლილი ადმინისტრაცია და ა.შ. ყველაფრის ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. მიუხედავად ამისა, ყველას ეჩქარება და ყველა დროის ნაკლებობას განიცდის. უსაქმრუბა, სიზარმაცე და ამავდროულად “დროის ნაკლებობის” განცდა ადრეული ასაკიდანვე გვიჯდება ძვალ-რბილში.

სკოლა. ერთი საყვარელი, “პუტკუნა” და ქერა 7 წლის მეზობელი მყავს. მასზე ასე იტყვიან კეკლუცი თბილისელები: “ჩასაყლაპი ბავშვიაო” (ისე არ მესმის, რატომ უნდა ჩაყლაპო ბავშვი). მართლაც ყველას უყვარს და ყველა ლოყებზე ჩქმეტს; მისთვის ღიაა ყველა მეზობლის კარი და გული. ბავშვიც გათამამებულია, უკვე დაუკაკუნებლადაც კი შედის “მეგობარ” მეზობლებთან. მეორე კლასშია, სკოლაში კი სულ რამოდენიმეჯერ იყო მოსული. არ ვაზვიადებ, მართლა ასეა. როგორ იწყება “ჩასაყლაპი ბავშვის” დილა? “მა, ხაჭაპური მომიტანე რა” – თხოვნა შესრულებულია. “მა, ლობიანიც მინდა რა” – თხოვნა შესრულბულია. “აუ მეზარება რა დღეს სკოლაში” – თხოვნა შესრულებულია. ყოველ დილას, ბავშვის “თხოვნები” სრულდება და ისიც ნელ-ნელა ეჩვევა სიზარმაცეს, უარს ამბობს სკოლაში სიარულზე და ძვალ-რბილში უჯდება ქართული ხასიათი, “მეჩქარება-გავრბივარ” სინდრომი.

უნივერსიტეტი. ცოდნის ტაძარი, რომელიც კიდევ უფრო გვიღრმავებს სიზარმაცის გრძნობას. ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ თუ სუსტი ადამიანი ხარ და ნებოსყოფაც არ გაგაჩნია, აუცილებლად გაეხვევი იმ მორევში, რომელსაც ზოგი “ბეზძელნიკობას” და ზოგიც საკვერცხეებში მახათის გაყრას უწოდებს. რატომ ხდება ასე? ისეც არ გამოვა რომ ვთქვათ, თითქოს მხოლოდ სტუდენტების ბრალია ყველაფერი და ადმინისტრაცია / ლექტორები კი უმანკო კრავები არიან. ყველა პრობლემას აუცილებლად აქვს მინიმუმ ორი მხარე. უნივერსიტეტში სამ მიზეზს გამოვყოფდი: (1) სტუდენტები, (2) ადმინისტრაცია / ლექტორები და (3)თვითონ სისტემა. სტუდენტებზე ბევრს ვსაუბრობ, ჩემი შთაგნობის წყაროც ძირითადად ისინი არიან. მოკლედ ვიტყვი, რომ სიზარმაცე ნარევი საქმიანობა ყველას ახასიათებს, მათ შორის მეც. უბრალოდ ზოგს მეტად აქვს გამჯდარი უსაქმურობა, ზოგს ნაკლებად. მაგრამ ქართველი სტუდენტობის უბედურება ისაა, რომ ისინი ამ სიზარმაცით თავს იწონებენ. ესაა ყველაზე დიდი განმასხვავებელი ზარმაც ევროპელ და ზარმაც ქარველ სტუდენს შორის. მაგრამ მარტო ახალგაზრდა, ახლახანს სკოლადამთავრებული ბავშვის დადანაშაულება არ იქნება მართებული. დათვურ სამსახურს სწორედ რომ ადმინისტრაცია გვიწევს. მახსოვს პირველ დღეს რომ შევაღე ადმინისტრაციის კარი, ღრმად პატივცემული ტუტორი ისეთი სახით დამხვდა, ლამის უკან გაბრუნება და ყველაფერზე ხელის აღება დავაპირე. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ განათლება ისეც და ისევ ჩემთვის იყო აუცილებელი და ცხვირჩამოშვებული ტუტორის გამო ვერ ავიღებდი ხელს ჩემ ცხოვრებაზე. ტუტორი მთელი 20 წუთის მანძილზე მესაუბრა იმაზე თუ როგორ რთულია სწავლა, თუ როგორ ვერ ართმევენ თავს სტუდენტები და ა.შ. რჩევაც კი მომცა, მოდი არ აირჩიო ეს სპეციალობა, მაინც არაფერი გამოგივაო. ტუტორის მოვალეობა დაკვალიანება და პოზიტიური ენერგიის შთაბერვაა. მაგრამ ეს მხოლოდ ცივილიზებულ და კულტურულ საზოგადოებაში. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ეგ ფუფუნება. ადმინისტრაციას თავი გავანებოთ და ლექტორებიც არაფერს არ აკეთებენ. მათი უმეტესი ნაწილი ლექციაზე იგვიანებს, შემდეგ კი ნაადრევად ასრულებს მას ჩვენთვის ნაცნობი მობოდიშებით: “მეჩქარება, გავრბივარ”. სისტემაც ისეთია, ვერაფერს შეცვლი: ბიუროკრატია უმაღლეს დონეზეა და მათ ვისაც რაიმეს შეცვლა სურთ, ხელი არაფერზე მიუწვდებათ.

სამსახური. უნივერსიტეტის შემდეგ, ადამიანთა იღბლიანი უმრავლესობა (ან უმცირესობა) მუშაობას იწყებს: ზოგი თავისი პროფესიით, უფრო მეტი კი იქ, სადაც შეძლებს მუშაობის დაწყებას. ადამიანებს სამსახურშიც თან სდევს  “მეჩქარება-გავრბივარ” სინდრომი და გარკვეულწილად უფრო მაღალ ხარისხშიც კი. ყველას შეგქმნიათ პრობლემა მაღაზიებში, როდესაც გამყიდველი ჯერ ყავას სვამს, მერე ტელეფონზე საუბრობს და მხოლოდ ამის შემდეგ “გემსახურებათ”. თუ უსაყვედურებთ, გიპასუხებთ: “მე გენაცვალე მოცლილი კი არ ვარ?” – ესეც ჩვენი მშობლიური “მეჩქარება-გავრბივარ” სინდრომი. ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, სხვა რა საქმე აქვს გამყიდველს, თუ არა პოტენციური კლიენტების მომსახურება და მათთან საუბარი? ალბათ ოდესმე გავიგებ (იმედი ბოლოს კვდებაო, ასე იტყვიან ჩვენთან, ვორონცოვზე). გარდა ამ ყოველდღიური პრობლემისა, რამდენს ახსოვს ის მანკიერი საკუთხედ-ოთხკუთხედები რომელსაც გვიქმნიან რაიმე საბუთის ძებნისას? ალბათ ძალიან ბევრს. ვთქვათ ადამიანს სურს აიღოს მოწმობა იმის შესახებ, რომ სწავლობს აქა და აქ. მას ჯერ გაუშვებენ ერთ შენობაში, იქიდან მეორეში, მეორედან მესამეში, ბოლოს ისევ პირველში და აღმოჩნდება, რომ ყველაფერში დამნაშავე პირველ შენობაში მომუშავე პირი გახლდათ: მას ყავა არ ჰქონდა დალეული და ვერ მოიცალა თქვენთვის – სწორედ ამიტომ გაგიშვათ მეორეში, იქიდან მესამეში და ა.შ. თუ უსაყვედურებთ, პასუხი იგივე იქნება: “უკაცრავად, თქვენ მე მოცლილი ხომ არ გგონივართ?!” აქ ტონი უფრო აგრესიული და ზემოდანმაცქირალია – ადმინისტრაციაში მომუშავე ადამიანი ხომ გამყიდველზე მაღლა დგას. ესეც კიდევ ერთი მარგალიტი ქართულ მენტალიტეტში.

პენსია. დაბერება, შემდეგ კი პენსიაზე გასვლა გარდაუვალია. რამდენს ეცადნენ სიცოცხლის ელექსირი გამოეგონებინათ, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ ყველა ბერდება და პენსიაზე გადის – ჯერ სამსახურებრივ პენსიაზე, შემდეგ კი – ცხოვრებისეულზე. ნუ ბუნებრივია ქართველებიც ადამიანები ვართ და შესაბამისად, ჩვენც გავდივართ პენსიაზე (თუ არ ჩავთვლით რამოდენიმე გამონაკლისს: 85 წლის პედაგოგებს, მაგალითად). მკითხველს გაუჩნდება ლოგიკური შეკითხვა: კი მაგრამ, პენსიაზე სადღა ეჩქარებათ? სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ “ეჩქარებათ”. ხშირად მომისმენია ასაკოვანი ხალხის საუბარი ტელეფონზე: ნანა, გოგო (რა პარადოქსული და ამავდროულად გულისამაჩუყებელია ეს “გოგო”, არა?), ახლა უნდა გავიდე, მეჩქარება. ნანაც არ იბნევა და პასუხობს: “მეც საქმეები მაქვს გიული, აბა დროებით”. რეალურად არც ნანას და არც გიულის არაფერი საქმე არ აქვთ, თუ რა თქმა უნდა სერიალების ყურება არ ითვლება საქმიანობად. მათ უბრალოდ დაბადებიდან, ოჯახიდან გამოყვათ “მეჩქარება-გავრბივარ” სინდრომი, რომელიც სკოლაში გამოიწრთო, უნივერსიტეტში ფესვები გაიდგა, სამსახურში კი თავისი განვითარების პიკზე ავიდა. პენსიაზე გასვლის შემდეგაც ცოცხლობს ეს სინდრომი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ რეგრესს განიცდის და ისეთი ინტენსიური აღარ (ვეღარ) არის.

ისე რამდენს ვწერ? არადა მცხელა და თან მეჩქარება, უნდა გავიქცე.

სტუდენტური ფიქრები
გამოცდები მომიახლოვდა. გულს ვერ ვუდებ – ვერც სწავლას და ვერც სხვა საქმიანობებს. ივნისის შუა რიცხვებია. ცხელა. ჩვენ კიდევ სასწავლო წლის დასრულებამდე კიდევ ერთი თვე დაგვრჩა. სად არის სამართალი? ივნისში ადამიანი უნდა ისვენებდეს, მითუმეტეს თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ზაფხულის პირველ თვეს უკვე საშინელი სიცხეები იცის. მაგრამ ვინ ფიქრობს სტუდენტობასა და ახალგაზრდობაზე? მთავარია სექტემბერში ვისვენებთ – თურმე “ბარხატნი” სეზონია და ადამიანებს დასვენება, ხოლო ბიზნესმენებს – ფულის გაკეთება სჭირდებათ. ევროპაში არ სჭირდებათ დასვენება, ისინი ადამიანები არ არიან და ამიტომაც სექტემბერში იწყებენ სწავლას. არადა სწორედ მაგ “არაადამიანებმა” ააშენეს სახელმწიფოები, ჩვენ კი ისევ ძველ კალაპოტში ვიმყოფებით – არც შამფურს ვწვავთ და არც ხორცს.

ასეთ სიცხეებში დღეში რამოდენიმეჯერ უნდა გადაივლო წყალი, წინააღმდეგ შემთხვევაში გგონია რომ იწვი და ბოლი აგდის. ქალაქიც ზედმეტად ბინძურდება ზაფხულში. კახა თოლორდავას ეწერა ერთ-ერთ სტატიაში (ვინც არ იცით: ეს ადამიანი ჟურნალ “ლიბერალში” წერს ჩვენს ქალაქზე და საკმაოდ კარგადაც, გირჩევთ გაეცნოთ), თბილისში თეთრი პერანგების ჩაცმა შეუძლებელიაო: დილით გასულს შუადღეზე უკვე გაშავებული საყელო გაქვს და თავი ჭუჭყიანი გგონიაო. ეს მართლაც ასეა. თბილისელები საერთოდ აღარ ზრუნავენ ქალაქზე, საერთოდ არ ადარდებთ მისი ბედი. ვერ აცნობიერებენ, რომ თვითონვე არიან ეს ქალაქი, ეს სახელმწიფო, ეს მსოფლიო…

შაბათს პირველი გამოცდა მაქვს. ასე თუ ისე მზად ვარ. რაც არ უნდა იყოს, თავს დავიძვრენ და გადამსვლელ ქულებს ნებისმიერ შემთხვევაში ავიღებ. გამოცდების პერიოდი ძალიან დამღლელია, საშინელად დამღლელიც კი. ყველა აქეთ-იქით დარბის, მეცადინეობს და ცდილობს მთელი სემესტრი რაც არ უკეთებია, ერთ კვირაში “ჩაიყაროს” თავში, გამოცდის შემდეგ კი – სანაგვეზე გადააგდოს. ამიტომ გვყავს კარგი პროფესიონალები.

ისე არ გაინტერესებთ რა ხდება ჩემთან უნივერსიტეტში? ესეც ხომ ქართული საზოგადოებაა! მოკლედ გეტყვით: არაფერი. თუ რამ ხდება, მხოლოდ ბოღმა, ერთმანეთის ჭამა ან მეორე უკიდურესობა – “პოხუისტობა” და უსაქმურობა. ჩემ სპეციალობაზე კონკურსი დააწესეს პირველკურსელთათვის და თქვენ უნდა ნახოთ ხალხი რა დღეშია: ვისაც სწავლა უნდა თვალებამოღამებული დაიარება, სხვა აღარაფერს აკეთებს. ეს არსებული კონკურსი კიდევ უფრო აკარგვინებს ადამიანობას და იქ იწყება ყველაზე საშინელი რამ – შური და აუტანელი “შენ რა მიიღე?” “როგორ დაწერე?” “გადადიხარ კონკურსის ზღვარს?” და ა.შ. ოღონდ ეს კითხვები მხოლოდ ირონიისა და პირფერობისთვის თუ დაისმის, გრძნობებზე და გულითად დაინტერესებაზე საუბარიც ზედმეტია. მე საერთოდ არ ვდარდობ და არც მაღელვებს ეს ყველაფერი. მეცინება კიდეც არსებულ სიტუაციაზე. სხვა რა რეაქცია უნდა მქონდეს ერთმანეთის დასაჭამად მზადყოფნაში მყოფი 100 სტუდენტის დანახვაზე? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ვერ ვისწავლეთ ჯანსაღი კონკურენცია, ვერა და მორჩა. მთელს ევროპაში არის კონკურენცია, ოღონდ ჯანსაღი ფორმით და არა იმის მტკიცებით, რომ ვიღაც ლექტორი არაობიექტურია, რომ ვიღაცა თეა თუთბერიძეს გავს (ეს საერთოდ აბსურდია), ვიღაც სოროსელია და ა.შ. პარანოია სჭირს ამ ხალხს, პარანოია! მოდუნდით ადამიანებო, ნუ გელანდებათ მსოფლიო შეთქმულება თქვენს გარშემო, დაწყნარდით. სწავლის გარდა სხვა რამითაც რომ იყოთ დაკავებული, ეს ყველაფერი ასე ძალიან არ შეგაწუხებდათ და არც ამაზე ფიქრით გადაიღლიდით თავს.

ლუდის ფესტივალზეც უნდა გიამბოთ. 13-14 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე აგერ უკვე მესამედ გაიმართა პირველი ლუდის ფესტივალი. გაგიკვირდათ? იმედია არა: წესით უკვე მიჩვეული უნდა იყოთ იმ ფაქტს, რომ ყველაფერი რაც საქართველოში ხდება, აუცილებლად “პირველი” და “განუმეორებლია”. გავაგრძელოთ ფესტივალის თემა და შევეხოთ რამოდენიმე მტკივნეულ საკითხს. საშინელი ლუდი – წყალგარეული ნატახტარი. მე ვიყო რასისტი და ჰომოფობი, თუ მაგ ლუდს 2 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ნატახტარი არ ჯობდეს. ლუდს დავანებოთ თავი. პრომო გოგონები – მცდელობა იყო მათი მეშვეობით გაელამაზებინათ ლუდის ფესტივალი. კაბები კარგი ეცვათ, თავი შუა საუკუნეების რომელიმე გერმანულ სოფელში გეგონებოდათ, ქუდებიც კარგი ეხურათ, ფეხზეც ლამაზი “ბაჩები” ეცვათ. თუმცა ორგანიზატორებს ერთი მთავარი რამ გამორჩათ და დაავიწყდათ (ან შეიძლება სულაც არ იცოდნენ): კი მაგრამ ბატონებო, სად არის სავსე მკერდი და ემოციურად მოძრავი თეძოები? განა შეიძლება ლუდი უმკერდო და უთეძოო ქალმა შემოგთავაზოს? არავითარ შემთხვევაში. ესეც ნაკლი ნომერი 2. მაგრამ მაინც გადავიდეთ უმთავრეს ნაკლზე: მუსიკა – რა იყო ეს? სამი ძირითადი შეფასება შეიძლება გაკეთდეს: (1)ჯაზი: კარგით, გავიგეთ რომ ჯაზი გენიალურია, რომ ჯაზი ელიტარული მუსიკაა და მის მოსასმენად ტრაკში პეროები უნდა გავიკეთოთ. ჩვენ გვაპატიეთ, უბრალო მოკვდავებს. უბრალოდ ცოტა მეტს ვითხოვთ, ვიდრე ვოკალისტის მიკროფონში ბურდღუნი და სლოკინია. ნუ ეს რა თქმა უნდა არ ეხება ზოგადად ჯაზს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მართლაც მომაბეზრებელი და სრულიად უადგილო იყო. არავინ არ უსმენდა, არავის არ აინტერესებდა. ლუდის ფესტივალს უფრო მეტად როკი მოუხდება, ქანთრიც მშვნეიერი იქნება. მეექვსე კორპუსის მიწისქვეშა გადასასვლელში ბიჭები ისე კარგად უკრავენ ქანთრის, დარწმუნებული ვარ ლუდის ფესტივალსაც ძალიან გაალამაზებდნენ. თუმცა რათ გინდა: მათ ფულიანი პატრონი არ ყავთ. (2)უნდა ავღნიშნო ბენდი (სახელად ზარები, თუ არ ვცდები), რომელიც უკრავდა ქავერებს – ეს იყო ერთადერთი ნათელი წერტილი ლუდის ფესტივალის მუსიკალური გაფორმების თვალსაზრისით. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მათ ადრე დააკვრევინეს, რათა საღამოს სცენა დაეთმოთ გენი(ტ)ალური ბენდებისთვის. (3)კულმინაცია გახლდათ ქართული “სალ კლდეებს გაუმარჯოს” სიმღერები და ჯგუფები: ფრანი, მგზავრები… კარგით რა, კარგით! არ გეყოთ, არ დაიღალეთ? გავიგეთ რომ გიგი დედალამაზიშვილი ყველაზე კარგი, ძლიერი, სიმპატიური და ღიპიანი მომღერალია, გავიგეთ რომ ფრანის ვოკალისტი გაგა ჩიხლაძე არაფერში არ გაცვლის სამშობლოს სალ კლდეებს. მაგრამ გაისმის მთავარი კითხვა: სადაა აქ მუსიკა? სადაა აქ მდუღარე გრძნობა, ეიფორიის მომგვრელი ნოტები და თეძოების ამამოძრავებელი რითმები? ნურას უკაცრავად (ჩვენთვის ცნობილი ადამიანის აქცენტითა და მიმიკებით)! ჩვენ შემოგვთავაზეს მხოლოდ ფსევდო-პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი “ჯგუფები”.  ვიღას სჯერა ასეთი რამეების – სალი კლდეების და უცვლელი სამშობლოსი? აღარავის. სიმღერის დროს ყველა ყვიროდა – “არ გავცვლი სალსა კლდეებსაო”, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია. ამ ყველაფერზე ჩემი მეგობრის ნათქვამი მახსენდება: “მანახეთ სხვისი სამოთხე და ჩემი სალი კლდეები ჭირსაც წაუღიაო!” – ესაა რეალობა, ჩემო მეგობრებო.

ბირჟა – უბნის საკრებულო თუ თბილისური საფიხვნო?
არ დავიჯერებ ვინმე თუ მეტყვის თბილისური ბირჟები არ მიყვარს და არც ვდგავარ ხოლმეო. არ დავიჯერებ და მორჩა! თუ ერთხელ მაინც არ იდექი თბილისის ბირჟაზე, ბევრი რამ დაგიკარგავს ამ ცხოვრებაში… მე არ ვარ ბირჟის მუდმივი “ბინადარი”, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ(ამ სიტყვის ორივე გაგებით) უბანში – ვორონცოვზე ვცხოვრობ, წელიწადში რამოდენიმეჯერ აუცილებლად მიწევს ჩვენი უბნის საპატიო ბირჟის გამაგრება. აქ უზომო მრავალფეროვნებაა: გაიგონებ ყველანაირ იუმორს – სასაცილოსაც და სატირალსაც; მოისმენ ყველაფერს – ხშირ შემთხვევაში უაზრობას, საზიზღრობას და ბილწსიტყვაობას, თუმცა ალაგ-ალაგ ჭკვიანურსაც გამოკრავ ხოლმე ხელს(თუ ყურს, თუ როგორცაა, რა მნიშვნელობა აქვს); ნახავ ყველანაირ ადამიანებს – ძველებს, ახლებს, მაღლებს, დაბლებს, გამხდრებს, მსუქნებს, ქერებს, “რიჟებს”, შავტუხებს, მშიშრებს, გაბედულებს, დაოჯახებულებს, დასაოჯახებლებს, შიგადაშიგ ქვრივებსაც კი (ამ ბოლო დროს “ფარულ” ჰომოსექსუალებსაც, რომლებიც ჰეტეროობენ უბნის დასანახად, ლოგინში კი ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებიან ხოლმე); გადააწყდები მულტინაციონალურ პალიტრას – ერთი-ორ რუსს (მათი რაოდენობა ბოლო პერიოდში შემცირდა, ჩემდა გასაკვირად), ბევრ სომეხს (ღმერთო ადიდე მესროფ მაშტოცი), ცოტა აზერბაიჯანელს (მარნეულში გადავიდნენ, უფრო დიდ “ბირჟაზე”), საკმაო რაოდენობის ქურთს (“კურო ვარე?”) და უთვალავ ქართველს (ნამდვილ მუჟიკებს);

სასაუბრო თემები. რომ დაფიქრდე მთელი დღე საუბრობენ და ალბათ რამდენი რამის განხილვას ასწრებენ არა? პრინციპში ეგრეცაა. მეორე საკითხია რამდენად საინტერესო საკითხებზე “მსჯელობენ”. “აუ ლევან, ბრატ, რომას ორიანი მოვა ხვალ?” – “რავი ნიკუშ, რომა გასვლაზე “ტეხავს” ხოლმე და რა გითხრა ბრატ. ისე გამაზე ერთი 500 ლარიანი, შენი რა მიდის, მაგის დედაც ტო!”. ლევანიც უჯერებს ნიკუშას, “მაზავს” 500 ლარს რომაზე და აგებს. წაგების შემდეგ სულ სხვანაირ დიალოგია მათ შორის: “ნიკუშ ძმაო, სად გავჩითო ახლა 500 ლარი? ასეთ პონტში პირველად ვარ ტო. მე და უბანში ფული ვერ გავჩითო? გავგიჟდები რა!” - “კაი რა მოგივიდა, სიმონ. ხო იცი როგორ მომრავლდნენ “კრიჟანგები”, ამათი დედაც ვატირე მე, 500 ლარს არავინ მოგცემს რა!”. ცოტა ხნის მერე ვიღაცის მობილურს დაალომბარდებენ, მერე ვინმე “გულკეთილი” ერთ 100 ლარს  აჩუქებს და ასე “შეკრავენ” დაახლოებით 500 ლარს. ასე დამთავრდება ერთი დღის აზრიანი საუბარი და ლევანსაც არ მოუწევს ჭრელების ჩაცმა და უბანში სახელგატეხილი სიარული. ერთი ისაა, რომ ნერვიულობისგან რამოდენიმე ჭაღარა მიემატება შავტუხა თმებში.

საყვარელი საქმიანობა. “ბიჭო რა ვქნათ დღეს?” – “დავლიოთ, შე ჩემა”. 3.50ლარი ერთი ბოთლი გომი “ორიგინალი”, 1.65ლარი ერთი ზეიკიძის ძეხვი, 65თეთრი – შავი პური – ესეც 5.70ლარად გაწყობილი სუფრა. “სად მოვსხდეთ?” – ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც მარადიულ პრობლემას წარმოადგენს “ბირჟავიკებისთვის”. ადრე უბანში გაჩერებული მანქანების “კაპოტებზე” ნადიმობდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა ჟიგულების რაოდენობა თითქმის ნულს გაუტოლდა და მერსედესის “კაპოტზე” ქეიფი კიდევ არ გამოვა რა, მაინც გერმანულია ტო. არსებობს მეორე ვარიანტი: რომელიმე მყუდრო, ყველასგან მოფარებული სადარბაზო; ან ხიდთან, მტკვირს სანაპიროზე – ლამაზი ხედიცაა და თან შენთვის, მყუდროდ იქნები. თუ დათვრები და ბანაობა მოგინდება, მტკვარიც იქვეა. ასე რომ, რაც გინდა სულო და გულო!

საყვარელი საქმიანობა 2. ნებისმიერი ბირჟა წარმოუდგენელია ცხარე “დებატების” გარეშე. დებატები მიმდინარეობს ყველანაირ თემაზე: ფეხბურთზე, ტოტალიზატორზე, მანქანებზე, ქალებზე, კაცებზე, კაი ბიჭებზე, ჩმორებზე, დედებზე, დებზე, ძმებზე და ა.შ. რა გამოლევს მათი წარმოსახვის ამოუწურავ და დაუშრეტ წყაროს? იმ დღეს შემთხვევით მოვკარი მეზობელ ბირჟაზე გამაგრებული ორი თინეიჯერის ანუ “პაცანას” საუბარს:”აუ ბიჭო, რაგბი უფრო ისეთია რა: დარბიხარ, სრიალდები, ურტყავ” “კი ეგრეა. სხვათაშორის კალათბურთი რაღაცით გავს რაგბს: იქაც ხელით უტევ და აქაც.” “რაგბში 13 კაცი თამაშობს არა?” “კი, ეგრეა. კალათბურთში 7 თუ 8, ზუსტად არ მახსოვს” – ალბათ შეამჩნიეთ, თუ როგორი ენთუზიაზმით განიხილავს ეს ორი ახალგაზრდა ქართული სპორტის ორ, ასე თუ ისე ნათელ წერტილს. სპორტში მთავარია დაარტყა, წააქციო და გასრიალდე, თორემ “გავარტყი ჩოგბურთს, ორი ტიპი აქეთ-იქით აგდებს რაღაც პატარა ბურთს”.

საყვარელი საქმიანობა 3.“მიყვარს ტო!” “დაგენძრა შე ჩემა?!” – დაენძრა, იმიტომ რომ უყვარს. სიყვარული ხომ კარგია, მაგრამ ამავდროულად ზიანის მომტანიც. თბილისური საფიხვნოს წევრს ან არ უნდა უყვარდეს ან კი ჩუმად უყვარდეს, არავინ რომ არ შეამჩნიოს ისე (ეს ტუალეტში ჩუმად ანანისტობას გავს რაღაცით, მეზობელმა რომ დაგინახოს თავი მოგეჭრება). და მაინც, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა ეს “ოხერტიალი სიყვარული”. უსაქმურობისგან შთამომავლობისმომცემადგილგაყინული ქართველი მამულიშვილები, დალევის, მოწევის და საკაცობრიო თემების გარჩევის შემდეგ გადადიან ამ ფრიად მნიშვნელოვან თემაზე. “ოხ, თამუნია, თამუნია…” როგორ ახსოვს თითოეულ მათგანს პირველი სიყვარული, მისი პირველი ჩამოსეირნება ბირჟის მახლობლად. პირველ რიგში ის უნდა გაარკვიონ, მეგობრის და ხომ არ არის; მერე ისიც უნდა გაიგონ, კაი ბიჭის და ხომ არ გახლავთ ან ნათესაობაში ვინმე ქუდრი ხომ არ ჰყავს; თუ ეს ყველაფერი არ გამართლდება, საფიხვნოს წევრსაც დიდი იმედი ეძლევა და გადავა აქტიურ ქმედებაზე. მაინც? იყიდის N რაოდენობის ყვავილებს, დაუწყებს გოგონას დევნას ყველგან და ყოველთვის, უბანში გაავრცელებს ხმებს, რომ ეს “მისი გოგოა” და ა.შ. არსებობს მოვლენების შემდგომი განვითარების ორი ვარიანტი: (1) გოგონა ებმევა ბიჭის მახეში და ბირჟის მბრძანებელი უკვე გოგონას გულის მბრძანებელიც ხდება; (2) გოგონა ყველაფერს ხვდება, არ უნდა გახდეს უბრალო “ხორცი” ბიჭის ხელში(© “ჩემო ქალბატონო”); თუ მოვლენები მეორე გზით წავა, ბირჟის მბრძანებელს ეს სრულებითაც არ დაწყვეტს გულს: “გოგოებს რა გამოლევს?”. თუ მოვლენები პირველი სცენარის მიხედვით განვითარდა, გოგონასა და ბიჭის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება: სადღაც გაქრება რომანტიული, მუდმივად ყვავილებით გამანებივრებელი და მზრუნველი ბიჭი და მის ნაცვლად მკაცრი, ეჭვიანი და სულთამხუთავი რაინდი გამოჩნდება. გოგონაც შეეგუება, რადგან “ეს მისი ბედია, უბანში უკვე დაინახეს ერთად” და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, თორემ მოგბეზრდებათ.

პ.ს. რომელი ტერმინი გირჩევნიათ ისე? “უბნის საკრებულო” თუ “თბილისური საფიხვნო”?

შავომანია (!) – შავოფობია (?)
დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა, ეს ალბათ პირველი შემთხვევაა, როცა ჯერ დაწერის სურვილი გაჩნდა და შემდეგ – საწერი თემა. მეგობრებს ვეკითხებოდი, ვის რა აწუხებდა, რა აინტერესებდა და მათთან საუბარში ვცდილობდი საინტერესო თემის გამოძებნას. ერთ-ერთ პოსტში უკვე ვისაუბრე, რომ მომხიბვლელი ქალბატონი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. ახლაც მას უნდა უსაყვედუროთ ის, რომ მე კიდევ ერთი ნაჯღაბნით მოგაბეზრებთ თავს. მომხიბვლელ ქალბატონს აწუხებს შავი ფერი, უფრო სწორად აწუხებს შავი ფერის სიჭარბე ჩვენ საზოგადოებაში. მეც მაწუხებს შავი ფერი, ოღონდ არა მომხიბვლელი ქალბატონის შავი თმის ფერი. მაწუხებს შავი მაისურები, ჭუჭყს რომ დიდხანს იტანენ; მაწუხებს შავი ფეხსაცმლები, ლილოს ბაზრობაზე რომ იყიდება; მაწუხებს შავი შარვლები, ჩაცუცქვით მუხლებზე რომაა გაცვეთილი; მაწუხებს შავი ქუდები, უაზრო სახეებს რომ მალავს. ზოგადად მაწუხებს ეს სიშავე.

შავ ფერზე ფიქრისას, ნელ-ნელა გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რომელიც განასხვავებს საზოგადოების მიდგომას ამ აწ უკვე ავადსახსენებელ ფერთან დაკავშირებით: (1) გამოიყოფა ერთი ნაწილი, რომელიც უბრალოდ აღმერთებს ამ ფერს; (2) მათ უპირისპირდება მეორე ნაწილი, რომელიც არაფერს შავს არ იცვამს, ფობიაც კი სჭირს შავ ფერზე. განვიხილოთ ეს ორი უკიდურესობა და შევეცადოთ ვიპოვოთ ოქროს შუალედი, ანუ ის რაც ასე გვაკლია ქართველებს, ნებისმიერ დროსა და სივრცეში.

შავომანია ანუ ჩემი შეყვარებული შავებში უნდა იყოს ჩაცმული. მახსოვს მეხუთე კლასში სკოლაში სტაფილოსფერი შარვლით და ამავე ფერის მაისურით რომ მივედი, მთელი სკოლა მე მიყურებდა. თუ ზუსტად მახსოვს მეორე ან მესამე გაკვეთილიდან გამოვიპარე კიდეც, ვერ ავიტანე ეს ჯიუტი და ურცხვი მზერა, რომლითაც ასე გამანებივრა სკოლაში შეკრებილმა საზოგადოებამ. რამოდენიმე წლის შემდეგ, ალბათ მერვე ან მეცხრე კლასში, მუქი იასამნისფერი ფეხსაცმელით გამოვცხადდი იმავე სკოლაში. ერთი-ორი ალმაცერად მიყურებდა, სხვები დაუფარავად იცინოდნენ. მეგობრებმა კი რჩევა მომცეს: კარგი ფეხსაცმელია, მაგრამ ფერი არ უვარგაო. მეც ავდექი და ჩემი იასამნისფერი ფეხსაცმელი შავად შევღებე (ის კი ვერ გავითვალისწინე, რომ წვიმაში ფერი გადაუვიდოდა). ასე ჩაკლეს ჩემში ფერთა სიყვარული (საბედნიეროდ დროებით): შევიძინე შავი ფეხსაცმელი და მას მერე, საფრანგეთში წასვლამდე, მუდმივად შავ ან მუქ ყავისფერ ფეხთსამოსელს ვატარებდი. რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ალბათ იმიტომ, რომ უკეთესად ამეხსნა არსებული სიტუაცია. ყოველი ადამიანი, მითუმეტეს ასეთ პატარა ასაკში (მერვე კლასში დაახლოებით 14 წლის გახლდით), ცდილობს რაც შეიძლება უკეთ მოერგოს სიტუაციას, რომელშიც იმყოფება. მას ჯერ არ გააჩნია ჩამოყალიბებული “მე” – სხვებთან ურთიერთობაში კი ეს “მე” ხანდახან იკარგება კიდეც და საბოლოოდ ბევრი ვერც პოულობს (განსაკუთრებით საქართველოში). საზოგადოების “წყალობით” მე კინაღამ დავკარგე ფერებისადმი სიყვარული და შავ პრინცად ვიქეცი (ქუთაისში რომ აქვს ძველი თუ დიდი ბინა, იმას არ ვგულისხმობ). ასევეა თითოეული ჩვენგანი: ეგუება სიშავეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გარიყული იქნება მასისგან. მასისგან გარიყვა კი სისუსტედ და პრესტიჟის დაკარგვად ითვლება, მითუმეტეს სკოლის პერიოდში. ასე ყალიბდება შავომანია ანუ ყველაფერი შავის სიყვარული. სკოლიდან გამოყოლილ მავნე ჩვევას ვერც უნივერსიტეტში ვივიწყებთ: იქაც სრული სიბნელე და სიშავეა. უნივერსიტეტის მერე სამსახურებში გადაგვაქვს ეს სიშავე და ასე უსასრულოდ იქმნება მანკიერი წრე – ერთი “გაშავება” იწვევს მთლიან გაშავებას, რასაც საბოლოოდ საზოგადოების გადაგვარებისა და დაღუპვისკენ მივყავართ.

შავოფობია ანუ ჩემი შეყვარებული ჭრელებში უნდა იყოს ჩაცმული. ქართველებს ყოველთვის გვახასიათებდა რადიკალურობა: ნებისმიერ საკითხში ერთ უკიდურესობას ვირჩევთ და არც კი ვცდილობთ ხოლმე შუალედის პოვნას. ასევეა ფერებთან მიმართებაშიც. ზემოთ განვიხილეთ შავომანი ხალხი, ახლა განვიხილოთ შავოფობი ადამიანები. როგორც ავღნიშნეთ, ქალაქში და საერთოდ ქვეყანაში, სიშავეა გამეფებული. ბევრს მობეზრებული აქვს ეს სიმუქე და სხვანაირად “ხედავს” სამყაროს: (1) ზოგი სხვებისგან გამორჩევის მიზნით, (2) ზოგიც “შინაგანი ხმის” წყალობით. პირველ კატეგორიას ეკუთვნიან ადამინები, რომლებიც იმიტომ არ იცვამენ შავს, რომ ის სხვას აცვია. მათ სხვა სახის დაავადებებიც აწუხებთ: ეწევიან სიგარეტს იმიტომ, რომ სხვები არ ეწევიან; იცვამენ კეტებს იმიტომ, რომ სხვებს არ აცვიათ; ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ სხვები არ აკეთებენ და ა.შ. ხშირად აქვთ ხოლმე შავი ფერის სამოსის ჩაცმის სურვილი, მაგრამ უარს ეუბნებიან საკუთარ თვს: “შავები ხომ გოიმებს აცვიათ?” დამეთანხმებით, რომ ასე “მოაზროვნე” ადამიანი თვითონაა გოიმი. მეორე კატეგორიას შავი ფერისადმი შიში ბუნებრივად აქვს თანდაყოლილი. ესეც ალბათ ქართული ხასიათის ამბავია (როგორც ზემოთ დავწერე, უკიდურესობები გვიზიდავს მასობრივად). ისინი იმიტომ არ იცვამენ შავს, რომ მართლა არ მოსწონთ, უფრო სწორად დარწმუნებულნუ არიან, რომ “მართლა არ მოსწონთ”. ასეთ ადამიანებს სულ არ აინტერესებთ, ვინ რას აკეთებს და როდის (განსხვავებით უამრავი სხვა ადამიანისაგან, რომლებიც ასე ჯიუტად გვეკითხებიან: “რას შვრები?”). მაგრამ ასეთ უკიდურესობაც არ ვარგა. შავი ფერი არ არის ცუდი, საერთოდ არცერთი ფერი არ არის ცუდი. ცუდი არის გემოვნება, ის კი ფერებით არ განისაზღვრება. შეიძლება ადამიანმა ჩაიცვა შავი, მაგრამ ისე ელეგანტურად, რომ ვერცერთი ჭრელა-ჭრულა ფერებში ჩაცმული ადამიანი ვერ შეგედაროს მომხიბვლელობასა და გემოვნებიანობაში.

ჩემ შეყვარებულს შავი ფერი უყვარს, ლურჯზე გიჟდება, წითელი ახალისებს, ვარდისფერი ამშვიდებს… განსხვავებულ ადამიანს ყველა ფერი უყვარს. შავიც ხშირად აცვია, თუმცა “შავომანი” ნამდვილად არ არის. ლურჯიც უყვარს, წითელიც და ყვითელიც, თუმცა არა იმიტომ, რომ “უნდა უყვარდეს”, არამედ იმიტომ რომ მის შინაგან ფერებს ემთხვევა ეს ლამაზი ფერები. მესამე კატეგორიაში შესულმა ადამიანმა მიაგნო იმ ოქროს შუალედს, რომელსაც 96% ვერ ან არ პოულობს. ნუ გეშინიათ ფერების, ნურც შავის, ნურც წითლის… ნუ გეშინიათ გამოხატოთ თქვენი შინაგანი სამყარო გარეგანი ფერების საშუალებით. დაძლიეთ ის შიში, რასაც “კომპლექსს” ეძახით, რასაც “ტრადიციას” და “წეს-ჩვეულებას” უწოდებთ. დაანგრიეთ სტერეოტიპები, ჩაიცვით შავიც და წითელიც, კეტიც და ბოტასიც… თუ გნებავთ სულ შიშვლებმა იარეთ. დაივიწყეთ ეს “მანიები” და “ფობიები”. შექმენით ახალი, გამოხატეთ სურვილები, ნუ მოგერიდებათ შავი ხალხის, შავი საზოგადოების. გულის სიღრმეში ისინიც ფერადები არიან, მაგრამ თქვენსავით მალავენ ფერებს შავ საბურველში. თქვენ თუ დაანახებთ მათ ცისარტყელის ფერებს, ისინიც ნელა-ნელა, პროგრესულად დაიწყებენ სხვანაირად ფიქრს და იქნებ ერთ დღეს გაფერადდნენ კიდეც.

განსხვავებული
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მტკვარზე გადასვლისას არაფერსაც არ გრძნობენ და არც არაფერზე ფიქრობენ. მაქსიმუმ სიგარეტის კოლოფს ან ცარიელ ცელოფნის პარკს თუ გადააგდებენ მდინარეში, რომელიც რატომღაც სანაგვე ყუთი ჰგონიათ ან უბრალოდ არც იციან, რომ არსებობს გამოგონება, რომელსაც ნაგვის ყუთი ეწოდება; არსებობს ერთი განსხვავებული ადამიანი, რომელიც მტკვარზე გადასვლისას ბევრ რამეზე ფიქრობს და სხვანაირადაც აღიქვამს ყველაფერს. ის მოაჯირს უახლოვდება ხოლმე, მაგრამ არა ნაგვის გადასაგდებად. ეყრდნობა მოაჯირს და უცქერს მტკვრის მდინარებას. სხვა ყველა იტყვის, რომ მტკვარი მიდის, ხოლო ისინი კი ერთ ადგილას დგანან. ეს ადამიანი კი სულ არ ფიქრობს ასე: მას სჯერა, რომ წყალი ერთ ადგილას დგას, თვითონ კი გემზეა და მიაპობს ტალღებს. ის განსხვავებულია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც არაფერზე ფიქრობენ, რომლებსაც არაფერი ადარდებთ; არც ამ ცხოვრების ერთფეროვნება აწუხებთ, არც უმიზნობა და არც უსაქმურობა; ისინი არაფერს აკეთებენ, მხოლოდ უბნის ბირჟებს და დისკოთეკებს “ავსებენ”. არსებობს ერთი განსხვავებული ადამიანი, რომელიც სულ სხვანაირად აფასებს ყველაფერს. ადარდებს შავი საზოგადოების ბედი და ფიქრობს მასზე, ცოტა პესიმისტია და არ სჯერა, რომ სიტუაცია შეიცვლება… თუმცა მთავარი ისაა, რომ ფიქრობს. სხვები არ ფიქრობენ, ეს ადამიანი კი ფიქრობს. ის განსხვავებულია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფორმალობის გარეშე ყველაფერი კარგავს ფასს; მათ არ შეუძლიათ არაოფიციალურად ცხოვრება: ვეღარ სუნთქავენ, ვეღარ ჭამენ და ვეღარც ლაპარაკობენ, თუკი ეს ყველაფერი ფორმალური ხასიათის არაა; არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ არაფერს არ სჭირდება ფორმალიზაცია. მთავარია რას გრძნობ და რა გსურს კონკრეტულ მომენტში, რადგან ადამიანის სურვილები და ფიქრები მარადიულია და არ ემორჩილება “კანონებს” თუ “დოგმებს”. სხვები ფორმალურად ცხოვრობენ, ის კი არა. ის განსხვავებულია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ “წესებით”: იღვიძებენ და იძინებენ ადრე; დადიან სამსახურში/უნივერსიტეტში და მთელი დღის გეგმა საათივით აქვთ აწყობილი: 9-ზე ლექცია, პირველზე სადილი, საღამოს 7-ზე ვახშამი და 11-ზე ძილი – “დილით ადრე უნდა ავდგეთ!” არსებობს ადამაინი, რომელსაც სულ არ აინტერესებს “წესები”: იღვიძებს როცა ეღვიძება, იძინებს როცა ეძინება. შეიძლება სულაც არ დაიძინოს და მთელი ღამე საკუთარ ოთახში, ფიქრებთან ერთად გაატაროს და გათენება მზის ამოსვლამ და ქუჩაში მეეზოვის გამოჩენამ შეახსენოს. არსებობენ “წესიერი” ერთფეროვანი ადამიანები, არსებობს ერთი “უწესო” ადამიანი. ის განსხვავებულია.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველანაირ ურთიერთობებში “საზოგადოების” მიერ დადგენილ წესებით იქცევიან: არ ჭამენ პირველი შეხვედრის დროს, ან ჭამენ ძალიან ცოტას; არ იცინიან ბევრს, “სულელად” რომ არ გამოჩნდნენ. არ ლაპარაკობენ ბევრს, საკუთარი “გონიერება” რომ არ გამოავლინონ; კითხვებსაც არ სვამენ, მხოლოდ მოკლე პასუხებით კმაყოფილდებიან. არსებობს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გახსნილად და თავისუფლად იქცევა, არ აწუხებს “კომპლექსნი ამა ქვეყნისანი” და არის ის, რაც არის – ბუნებრივი და სხვანაირი. არსებობენ ერთნაირი ადამიანები, არსებობს ის. ის განსხვავებულია.

“საზოგადოების” დიდ ნაწილს სწორედ პირველი კატეგორიის, არაფრით გამორჩეული და ერთნაირი ადამიანები მოსწონს; ისინიც მათსავით მოსაწყენები და უინტერესოები არიან; მათთვისაც მთავარია წესები, წესები და კიდევ ერთხელ წესები. ყველაფერი “კარგადაა” მაშინ, როცა წესები აკონტროლებს მათ ურთიერთობებს, მათ სუნთქვას, მათ სიარულს, მოკლედ რომ ვთქვათ – ცხოვრებას. საბედნიეროდ მე არ ვეკუთვნი საზოგადოების დიდი ნაწილს. მე არ მომწონს ასეთი ადამიანები. მე მირჩევნია განსხვავებული ადამიანი, რომელიც არ ფიქრობს წესებზე და არც არაფრის ეშინია, ყოველთვის გულახდილია და ამბობს იმას რასაც ფიქრობს; ჭამს – როცა შია და არა “ჭამის დროს”, იძინებს – როცა ეძინება და არა “ძილის დროს”, იღვიძებს მაშინ, როცა მოეპრიანება და არა “როცა საჭიროა”. ხანდახან ყვირილიც უნდა, თუნდაც უმიზეზოდ ყვირილი ღია სივრცეში, რათა სამყაროს გაუზიაროს მისი შინაგანი, ლამაზი ფერები. მე მომწონს განსხვავებული ადამიანი.

კარგად გათხოვება ანუ გათხოვება ქართულად
ჩემთვის მეტად საინტერესო საკითხია. წესით და რიგით საზოგადოებაც უნდა განიცდიდეს ამ პრობლემას, მაგრამ ვაი რომ არა: სწორედ ამ საზოგადოებამ შექმნა ეს მოვლენა და შესაბამისად არც განიცდის მის არსებობას. ჩემმა მეგობარმა დაწერა თავის ბლოგზე ამ ფენომენის შესახებ და მეც პირველად მაშინ დავფქირდი. შევეცდები ჩამოვაყალიბო რამდენიმე პუნქტად, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს “კარგად გათხოვებად”. მცირე ფიქრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ წარმატებლად შეიძება ჩაითვალოს რამოდენიმე ტიპის გათხოვება.

1.გათხოვება ანუ ოჯახი და ბავშვობის ოცნება

ყველა ქალის ოცნებაა გათხოვება. ადრეული ასაკიდან გოგონები უკვე არჩევენ საქორწილო კაბებს, წარმოიდგენენ საკუთარ თავს პატარძლის ამპლუაში და ამით გაჰყავთ დრო. თითქმის ყველას უსრულდება ეს “ოცნება” – საქორწილო კაბაში, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მეუღლის გვერდით, ნაზად გაღიმებულნი იღებენ უამრავ სურათს. შემდეგ იწყება რუტინული ცხოვრება: სახლის საქმეები და ქმრის მოვლა. ერთ წელში ქმარს ემატება შვილი, მერე შვილები და უკვე მათი მოვლაც ხდება ქალის ყოველდღიური “საქმიანობა”. შემდეგ ქმრის მოხუცებული მშობლების მოვლა, საკუთარ მშობლებზე ზრუნვა. შვილებიც იზრდებიან, მათზე საზრუნავიც უფრო და უფრო იმატებს. თუმცა ქალი, რომელიც ბავშვობიდან გათხოვების ოცნებით იყო შეპრყობილი, ზედმეტი შეკითხვების გარეშე ასრულებს ამ ყველაფერს, რადგან ეს მისი მოვალეობაა. ის შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან გათხოვდა, შვილებიც ჰყავს და ბავშვობის ოცნებაც აიხდინა. ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ასეთ ტიპის ქალებისთვის ეს იდეალური ქორწინებაა.

2. გათხოვება ანუ აუცილებლობა და სტატუსის მოპოვება

გადავივეთ მეორე ტიპის ქორწინებაზე. ამ კატეგორიაში გადიან ქალები, რომლებსაც არასდროს უოცნებიათ გათხოვებაზე. ისინი წყნარად მიჰყვებოდნენ საკუთარი ცხოვრების მდარე და უინტერესო დინებას. ინერციით მოქმედებდნენ მთელი ცხოვრების მანძილზე: დაამთავრეს სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი (ბაკალავრიატი + მაგისტრატურა), დაიწყეს მუშაობა. თვალსა და ხელს შუა გადააბიჯეს 23 წლის ზღვარს და აქ დაიწყო მთელი “უბედურება”: ოჯახი, ნათესავები და მეზობლებიც კი ლაპარაკს იწყებენ – “ეს გოგო არ აპირებს გათხოვებას? კი მაგრამ, რამე პრობლემა ხომ არ აქვს?” და ასე უსასრულოდ. გოგონა, რომელიც არ გამოირჩევა შინაგანი სიძლიერით, ვერ იტანს ასეთი ჭორების გავრცელებას. ოჯახი, მეგობარი ან სხვა რაიმე საშუალებები ეხმარება მას იპოვოს “ცხოვრების მამაკაცი”, რომელიც მას იმ აუცილებელ და საციცოცხლოდ მნიშვნელოვან – გათხოვილი ქალის სტატუსს მიანიჭებს. ამის შემდეგ მისი ცხოვრება კალაპოტში ჯდება. უჩნდება შვილები, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოდის სამსახურიდან და სიცოცხლის დარჩენილ წლებს 2 საყვარლიან ქმართან ერთად ატარებს. ქალი არ არის ბედნიერი, სამაგიეროდ მას აქვს “კარგი ქალის” სტატუსი და ეს უმთავრესია, სასიცოცხლოდ უმთავრესიც კი.

3. გათხოვება ანუ სექსი აკრძალვის გარეშე

თოჯინებთან თამაშის სტადიიდან ყველა გოგო გადადის ბიჭებთან თამაშის სტადიაზე. ეს პერიოდი დგება დაახლოებით 14-15 წლის ასაკში. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ეს პერიოდი აუცილებლად დგება, განურჩევლად რელიგიისა და ეროვნებისა. ქართულ ღირებულებებზე ადრეც მეწერა და აქაც მომიწევს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს თქვენ განსაჯეთ. ქალიშვილობის ინსტიტუტი (სამჯერ დავაკაკუნე მაგიდაზე) ყველას გაგვიგია. მის მიერ დაწესებული “შეზღუდვების” გამო, გოგონათა უმეტესობა (კარგია რომ “ყველა გოგონადან” “გოგონათა უმეტესობა”-ზე გადავედით) ვერ იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს ან იკმაყოფილებს, მაგრამ “ისე რა”, ნახევრად. ამიტომ, გოგონათა გარკვეული ნაწილი ირჩევს გათხოვებას, რათა ამით დაიკანონოს ის, რაც მას ისედაც ეკუთვნის ყველა კანონისა თუ წესის დაცვით: სექსი. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა: ასეთი “ოჯახები” ძალიან მალე იშლება, რადგან ერთი პარტნიორით დაკმაყოფილება არავის არ უყვარს და არც სიამოვნებს. ახალი პარტნიორების ძებნას კი ბუნებრივად მივყავართ ოჯახის დაშლამდე. თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ ასეთ შემთხვევაში გოგონა უბედურია. მას სურდა სექსის დაკანონება. მან ეს შეძლო და ახლა თავისუფლად შეუძლია ფეხი აწიოს ან დაწიოს, ისაუბროს იმაზე მუხლებზე ურჩევნია და ფეხზე მდგარს, მისიონერულად მოსწონს თუ დომინანტურ პოზაში და ა.შ. გოგონა ბედნიერია და ესეც შეიძლება ჩაითვალოს “კარგად გათხოვებად”.

4. გათხოვება ანუ “გამდიდრება”

მოდი ყველამ კარგად ჩავიხედოთ საკუთარ თავში: რამდენჯერ გიფიქრიათ, ერთი ამ ადგილს დამაღწევინა თავი, ერთი აქედან გამიყვანა და პირველივე შემხვედრს გავყვებიო. ოღონდ ეს “პირველივე” აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს, სასურველია უცხოელიც. საქართველოს ჭაობიდან გასაღწევად, ეს იდეალური საშუალებაა. თუ უცხოელი არა, ვაკელი ან ვერელი მაინც უნდა იყოს: გარეუბნიდან (ან თუნდაც რაიონიდან) თბილისის ცენტრში გადასვლა უკვე გარკვეული სტატუსის და პატივისცემის მოპოვების ტოლფასია. ასეთი ტიპის გათხოვება ჩაითვლება ბედნიერად, რადგან გოგონას სხვა არაფერი სურდა, გარდა სიმდიდრისა. ახლა იკითხავთ, კი მარა სექსიო? კი მაგრამ, მართლა გჯერათ რომ სექსი მხოლოდ გათხოვების შემდეგ აქვთ? მიმოიხედეთ გარშემო, ოღონდ ფართოდ გახელილი და არა ვარდისფერი შუშით შენიღბული თვალებით.

ამდენი ვწერე და რატომ ნამდვილად არ ვიცი. ბრმები მაინც ვერ დაინახავენ, ყრუები მაინც ვერაფერს გაიგებენ და მუნჯებიც არაფერს იტყვიან. მე კი მაინც ვიტყვი დასკვნის სახით: ჩვენ გვჭირდება ის, რაც კუბამ 60-70 იან წლებში, ხოლო ევროპამ უფრო ადრე გამოიარა. ჩვენ გვჭირდება რევოლუცია, სექსუალური რევოლუცია.

პ.ს. გაფუჭებული და უზნეო ვარ, მართალია. მაგრამ ჩემ თავთან მაინც ვარ გულახდილი და არაფერს ვმალავ. მადლობ ყურადღებისთვის.

სიყვარული ანუ “თავი რამისთვის ხომ არ მიგირტყამს?
“მე ვარ ბილი. ბავშვობაში მუდამ სახეგასიებული დავდიოდი, რადგან დედაჩემი შოკოლადს მაჭმევდა. მას არადროს ახსოვდა, რომ მე ალერგია მქონდა. ჩემი პირველი ლეკვი მამაჩემმა აწამა და მოკლა – მის ყეფას ვერ იტანდა. პირველი სიყვარული ბაღში მეწვია. მას მერე მიყვარს ის გოგო, ოღონდ მან არც იცის ამის შესახებ. ცოტა რომ წამოვიზარდე, გავაანალიზე და მივხვდი, რომ ამ ცხოვრებაში არანაირი შანსი არ მქონდა. ამიტომაც ერთხელ გავრისკე და ტოტალიზატორში ვითამაშე. 10 000 ვისესხე და ბუფალოს მოგებაზე დავდე. მაინცდამაინც იმ ფინალში ააცილა ვუდიმ დარტყმა კარებს, არადა იქამდე ბომბარდირი იყო. 10 000-ს ვერ გადავიხდიდი, ამიტომ სხვისი დანაშაული “შევიტენე” და 5 წლით ციხეში აღმოვჩნდი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ვუდის ბრალია, რომელმაც ის ბოლო დარტყმა “გამაზა”. მე არასდროს ვაპატიებ ვუდის ამ დანაშაულს. იარაღი უკვე მაქვს, მივაკითხავ მისივე ბარში და მოვკლავ.”

მოტივირებული ბილი, რომელსაც საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი “მტრის” ვუდის მოკვლა, ნელ-ნელა მიიწევდა მიზნისკენ. თუმცა ჰოი საოცრებავ! მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც თავი შეაყვარა. ამის გამო, ბილიმ უარი თქვა შურისძიებაზე და ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. “თავი ხომ არ მიარტყა რამეს?” – ასეთი იყო ჩემს გვერდით მჯომი ლამაზი ქალბატონის რეპლიკა. დავეთანხმე და ვუპასუხე: “სიყვარული, ეს ხომ თავის დარტყმაა!”

არ ვაპირებდი ჩემს ახალ ბლოგზე სიყვარულზე დაწერას, მაგრამ დღეს ფილმმა და ჩემს გვერდით მჯდომი ქალბატონის კომენტარმა შთამაგონა. მეც ვერსად გავექეცი ჩემს ფიქრებს. “კბილებს იხეხავთ კოცნის წინ?” – ასეთი კითხვა გაუჩნდა დემიენ რაისს. იცით რატომ აწუხებს ასეთი ბანალური კითხვები? იმიტომ რომ სიყვარული არ არის ის რასაც წიგნებში წერენ: ის ყოველდღიურ ცხოვრებაშია და ყოველი მცირე დეტალი შეადგენს მას.

ხალხზე დაკვირვებით დავასკვენი (და შეიძლება ვცდები კიდეც), რომ არავის აღარ ჭირდება ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობები (ეჭვი მაქვს რომ არც არასდროს ჭირდებოდათ). ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დღეს ნანახ ფილმში გადავაწყდი ჭეშმარიტი სიყვარულის ზეობას. ასეთი კითხვა დამებადა: “ესენი კარგად არიან?” დარწმუნებული ვარ დარბაზში მსხდომთა 80 პროცენტი ჩემსავით ფიქრობდა, თუმცა მაინც ტაშს უკრავდა სიყვარულის ზეიმს.

როგორია ბილი, ფილმის გმირი: არაფრის მქონე, მორიდებული, ნერვიული, ვაჟიშვილი (მე ასე დავასკვენი), კაცთმოძულე. მას არავინ და არაფერი უყვარს, მხოლოდ ბოულინგის ბურთი და ბაღის მეგობარი გოგონა იზიდავს. თუმცა ლეილასთან ნაცნობობა ყველაფერს ცვლის. როგორია ლეილა? გამომწვევი, არაქალიშვილი (ასე დააასკვნა დარბაზში მჯდომთა 99%-მა და მეც), მიმზიდველი, ვულგარული, ლამაზი. მოკლედ მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მამაკაცი მოხიბლოს. მისი ტიპის გოგონებს მოსწონთ გაბედული, უხეში, “ნაგლი” მამაკაცები. მაგრამ ხდება სასწაული: ლეილას ბილი უყვარდება. ბილიც, მიუხედავად მისი გეგმებისა, სიყვარულის ტყვე ხდება და ლეილას მკლავებში ათენებს ღამეს. მარადიული გრძნობა იმარჯვებს და ბილიც პოულობს ცხოვრების ერთადერთ აზრს – სიყვარულს.

ფილმი მომეწონა და გეტვით რატომ: ეს არ იყო სიყვარულის ცამდე აყვანილი სახე, ეს იყო ამქვეყნიური, ბუნებრივი სიყვარული. მე მჯერა, რომ სიყვარული არსებობს, სადღაც კუთხეშია დამალული, რომელიმე პატარა ქუჩაზე. წვიმას და მზეს ემალება და მხოლოდ ღამღამობით გამოდის სასეირნოდ. მე მჯერა რომ სიყვარული ჩვეულებრივია: უყვარს სიარული და ლაპარაკი; ჭამს საჭმელს და სვავს წყალს; ეჭვიანობს ადამიანებზე, უყვარს მუსიკა და ფილმები; კითხულობს წიგნებს, შიგადაშიგ წერს მუსიკას ან პატარა მოთხრობებს; ხანდახან ბავშვებსაც აკეთებს, თუ ხელს არ უშლიან; სიყვარული მოკვდავია, ოღონდ აღორძინებადი: სიკვდილის შემდეგ ყოველთვის უფრო ძლიერი იბადება. მე მჯერა, რომ სიყვარული არ არის იდეალური, ის არის ჩვეულებრივი, ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ჩემი საყვარელი გიტარა ან წიგნი. მე მიყვარს იმიტომ, რომ ის ჩვეულებრივია; მიყვარს იმიტომ, რომ მის თავში ვხედავ საკუთარ ნაკლსაც და დადებით მხარეებსაც. არ ვეძებ იდეალს… აღარ ვეძებ უფრო სწორად. მთავარია კარგად იგრძნო თავი და ზედმეტი შეკითხვებით არ შეწუხდე: “სად არის?” “ხომ არ მიმატოვა?” და ა.შ. ასეთ მიდგომა კლავს გრძნობას, რადგან ყველა ურთიერთობა ნდობაზე უნდა აიგოს.

“თავი რამისთვის ხომ არ მიგირტყამს?”

პ.ს. ეძღვნება ჩემს გვერდით მჯდომ მომხიბვლელ ქალბატონს

ღორებო!
ყველგან ღორები, ყველგან ფულის მოყვარულები, რომლებიც არაფრად აგდებენ ადამიანის შრომას, მთავარია თვითონ აიღონ რაც შეიძლება მეტი ფული! მეზიზღებით, ღორებო! პირველად ვწერ ასეთი განწყობით პოსტს, ძალიან ვარ გაბრაზებული და გეუბნებით: “ვერ გიტანთ, ღორებო!”

ადამინებს ამუშავებთ დღე და ღამე, აკეთებინებთ იმას რაც ევალებათ და იმასაც რაც არ ევალებათ. ისინიც, ოჯახი რომ არ მოუკვდეთ შიმშილში, ყველაფერს ასრულებენ, ზედმეტი პროტესტის გარეშე. თქვენ მაინც მეტი გინდათ, უფრო და უფრო მეტი. მერე ვინ დალიოს 3000 ევროიანი შამპანური? ვინ უყიდოს ცოლს ბრილიანტის ბეჭედი? ჩვენ კიდევ კვირაში ერთხელ 4 ლარიან ორცხობილას რომ ვჭამთ, ეგეც ზეიმად მიგვაჩნია და ავღნიშნავთ. კვირაში ერთხელ თუ ხორცი ვჭამეთ, ეგეც იშვიათობაა. სად გვაქვს ხორცი? არადა მშობლები ღამეებს ათენებენ, თქვენ კიდევ მხოლოდ 12 საათისთვის იღვიძებთ, საღამოობით კიდევ წითელ ღვინოს წრუპავთ, ბუხართან მოკალათებულნი.

ღორებო! ჩემი მეგობარი ყოველ ღამე ტირის, რადგან იმის ფული არ აქვს, რომ დას წამალი უყიდოს. მას სულ რაღაც 10 ლარი სჭირდება დღეში, თქვენ კიდევ 10 ლარი ქუჩაში რომ დაგივარდეთ, არც აიღებთ, დახრა დაგეზარებათ. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ არაფერი აკეთოთ: მუცლები მოიზარდოთ, სალონებში იაროთ, მანიკური და პედიკური გაიკეთოთ, საღამოობით კაფე-ბარებში იაროთ, ზაფხულობით კარგად დაისვენოთ და ფულიც ყველაფერ არასასარგებლოში დახარჯოთ. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ბავშვი უწამლოდ მოკვდება.

ღორებო! თქვენ არაფერი გესმით, არაფერი გაგეგებათ. თქვენთვის უცნობია ადამიანობა, სიყვარული , სიხარული, თანაგრძნობა, მოწყალება, სიკეთე… თქვენთვის მთავარი კაპიტალი და ფულია! რა კარგი იქნებოდა სამყარო თქვენს გარეშე. ფულის მონებო, არაადამიანებო! ერთხელ რატომ არ გაიფიქრებთ იმას, სად სძინავს ბავშვს, ქუჩაში რომ მოწყალება გთხოვათ? ერთხელ რატომ არ იფიქრებთ რა მოსდით ადამიანებს, რომლებსაც მკურნალობის ფული არ აქვთ? თქვენ ეს არ გადარდებთ. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები არ ხართ, თქვენ ღორები ხართ!

ღორებო! ერთ დილას გაიღვიძებთ და თქვენი ფული ოხრად დაგრჩებათ. ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის დგება პერიოდი, როცა ის განვლილ ცხოვრებას აფასებს. თქვენ მარტონი დარჩებით თქვენ თავებთან და სასოწარკვეთას მიეცემით, საბოლოოდ კი ან გალოთებული მოკვდებით, ანდა ჰეროინ შეშვებული საკუთარ ნარწყევში ჩაიხრჩობით. მეტის ღირსებიც ხართ! თქვენი დევიზია: “ყველას დამსახურების მიხედვით”. არადა ჩემი მშობლები ბევრად მეტს იმსახურებენ, ვიდრე კვირაში ერთხელ ორცხობილის ჭამაა. ჩვენ არასდროს დაგვისვენია გუდაურში, არც ბაკურიანში. ჩვენ არ გვინახავს არც მთა და არც ზღვა, რადგან ჩემს მშობლებს, დღედაღამე შრომის მიუხედავად, არ აქვთ ამის საშუალება. თქვენ ხართ პირფერები, რომლებიც მონებივით ამუშავებთ ხალხს. ხალხს, რომელსაც საჭმლის ფული არ აქვს.

ღორებო! თქვენთვის უცნობია სინანულის გრძნობა. თქვენ მხოლოდ იმას ნანობთ, რომ თებერვლის თვეში 100 000 ევროს მაგივრად, 99 950 ევრო ნახეთ მოგება. 50 ევროს დაკარგვას ეხუმრებით? ეს ხომ ერთი ჭიქა ვისკია, სასმელი რომელიც გავიწყებთ, რომ ღორები ხართ! მე ვიცი, რომ თქვენ უბედურები ხართ, რადგან იცით, რომ ხალხი შიმშილობს, ხოლო თქვენ ხიზილალას ჭამთ უთვალავი რაოდენობით. ფრთხილად იყავით, ყელზე არ დაგადგეთ.

ღორებო! ტანსაცმლის საყიდლად უცხოეთში დაიარებით, როდესაც ჩემ მეზობელ ირაკლის ბოტასის საყიდელი ფული არ აქვს და ზაფხულობით ფეხშიშველი, ხოლო ზამთარში – თბილისიდან გაგზავნილი გაცვეთლი ფეხსაცმლებით შემოსილი დადის. იმ ფეხსაცმელსაც ისევ ჩვენ, ღარიბები ვუგზავნით. მდიდარი ღორები ტანსაცმელს ნაგავში გადაგდების წინ წვავთ, არ გინდათ ვინმე გაჭირვებულმა ჩაიცვას. თქვენ ასე გესმით ადამიანობა, ასე გესმით თანაგრძნობა. “ხელი გაანძრიე და იშოვე!” – ეს არის თქვენი გასამართლებელი საბუთი, იმას კი არ უკვირდებით, რომ ჩვენ თქვენზე მეტს ვმუშაობთ.

ღორებო! სახლში თუ საჭმელი შემოგრჩათ, ნაგავში ყრით. რესტორანში რამე თუ დაგრჩათ უჭმელი, სპეციალურად აფუჭებთ ან ძალით ჭამთ, ნარჩენები რომ არ ჭამოს სხვამ. ამის მერე რა უნდა გელაპარკოთ? თქვენ არ გაგაჩნიათ ადამიანობა, რადგან თქვენსავით მხოლოდ ღორები იქცევიან. ნეტავ გადაგეყაროთ სადმე, ისეთ ადგილას, სადაც ვერ შეძლებთ თქვენი ნიღბის ტარებას. მერე გნახავთ სასოწარკვეთილს, არსად წასასვლელი რომ არ გექნებათ.

გოჭებო, რომლებიც ჯერ არ გამხდარხართ ღორები, მოგმართავთ: გონს მოეგეთ! შეინარჩუნეთ ადამიანობა. ჯერ გაქვთ შანსები, რომ არ გაღორდეთ. მერე ყველაფერი გვიან იქნება. ღორების ბოლო ხომ იცით? ისევ ღორების კუჭში მოხვდებით, მწვადის სახით!

წერილი მშვიდობას
ვაგრძელებ ჩემი დის ჩანაწერების გამომზეურებას. ეს არის პატარა წერილი, რომელიც ჩემმა დამ მისწერა მშვიდობას. წერილის დაწერისას ის სულ რაღაც 11 წლის გახლდათ. მაქსიმალურად დავიცავ წერილის სტრუქტურას.

თბილისი, ივანე ჯავახიშვილის 5

მარიამ ნუცუბიძე

მისამართი დაუდგენელია, მშვიდობას

გამარჯობა მშვიდობავ! მე ვიცი, რომ შენ ყველგან ხარ და ვიცი, რომ ერთხელაც გადმოხედავ საქართველოს შენი გულკეთილი ხელით! ჩვენ დავაფასებთ შენს ჯაფას და შევეცდებით შენი ნაყოფი არ დავკარგოთ, რადგან შენ ნაყოფთან ერთად შენც დაიკარგები და კიდევ რამდენი წელი მოგვიწევს შენი ლოდინი. შენ უკვდავი, მარადიული ხარ და გვინდა, რომ შენი უკვდავი თესლი ჩანერგო ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ გავაღვივებთ, რომ ჩვენთან მარადიულად დარჩე.

მშვიდობა რომ მოკვდეს… არა, ეს არ შეიძლება მოხდეს!